Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ: სიახლე არ არის რუსეთთან სარაკეტო ხელშეკრულებაზე შექმნილი ჩიხის თვალსაზრისით


აშშ-მა უარყო რუსეთის წინადადება, რომელიც მიმართული იყო ცივი ომის პერიოდის იარაღის კონტროლის ხელშეკრულების გადარჩენაზე, ნაწილობრივ იმ მიზეზით, რომ შეთანხმების სრულყოფილი შემოწმება შეუძლებელია.

ამ განცხადებით, რომლითაც 16 იანვარს გამოვიდა სახელმწიფო მდივნის მოადგილე იარაღის კონტროლის და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში, ანდრეა ტომპსონი, აშშ-ს გზა გაეხსნა მომავალ თვეში გამოსასვლელად 1987 წელს გაფორმებული ხელშეკრულებიდან საშუალო რადიუსის ბირთვული შეიარაღების შესახებ (INF).

ტომპსონის განცხადებები მოჰყვა ჟენევაში გამართულ შეხვედრას რუსეთის და აშშ-ის წარმომადგენლებს შორის. ტომპსონის თქმით, მოსკოვმა უარყო სრულყოფილი ინსპექციის დაშვება მის ახალ სარაკეტო სისტემაზე, რაც, ვაშინგტონის შეფასებით, წარმოადგენს 1987 წლის ხელშეკრულების დარღვევას. "რუსეთთან მოლაპარაკებაში რაიმე სიახლეს ვერ მივაღწიეთო", განაცხადა ტომპსონმა. მოსკოვში, პარალელურად, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა აშშ-ს დასდო ბრალი იარაღის ხელშეკრულების დაშლის მცდელობაში და განაცხადა, რომ მოსკოვს INF-ის გადარჩენა სურს.

XS
SM
MD
LG