აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა მოლდავეთის წარმომადგენლებს მოუწოდეს უზრუნველყონ თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო პროცესი, ქვეყანაში მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინ. სახელმწიფო დეპარტამენტი 16 იანვარს გავრცელებულ განცხადებაში ამბობს, რომ მოლდავეთის ხელისუფლებამ "ყველა საჭირო ნაბიჯი" უნდა გადადგას საიმისოდ, რომ 24 თებერვლის არჩევნების შედეგი გამჭვირვალე იყოს და მოლდაველი ამომრჩევლის ნებას გამოხატავდეს. "ადგილობრივმა და სახელმწიფო უწყებებმა უნდა უზრუნველყონ კანდიდატების რეგისტრირების შესაძლებლობა არჩევნებში მონაწილეობისთვის და საარჩევნო კამპანიების ჩატარება დევნის, ან ფიზიკური ზიანის შიშის გარეშე" - წერია განცხადებაში. სახელმწიფო დეპარტამენტი მოლდავეთს ასევე მოუწოდებს დანერგოს ეუთოს საარჩევნო უწყების მიერ შემუშავებული რეკომენდაციები.