Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპი: აშშ-ის ანტისარაკეტო სისტემა გაფართოვდება


აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ აშშ ახალ ტექნოლოგიებს შექმნის, მათ შორის კოსმოსში, საიმისოდ, რომ მოიპოვოს რაკეტებისგან თავდაცვის უნიკალური სისტემა და უპირატესობა შეინარჩუნოს მეტოქეებზე, მათ შორის რუსეთზე, ჩინეთზე, ირანზე და ჩრდილოეთ კორეაზე. ტრამპის ეს განცხადებები ნაწილია განხილვისა აშშ-ის ანტისარაკეტო სისტემის თემაზე, რომელიც 2010 წლის შემდეგ პირველად გაიმართა პენტაგონში 17 იანვარს. თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, პატრიკ შანაჰანის და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის შემდეგ სიტყვით გამოსვლისას, ტრამპმა თქვა, რომ აშშ-ის მიზანი მარტივია: "შევძლოთ ამოვიცნოთ და გავანადგუროთ" ნებისმიერი რაკეტა, რომელსაც აშშ-ს ესვრიან, "ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას". ტრამპმა ახსენა მზარდი საფრთხე, რომელსაც წარმოადგენენ ზებგერითი და კონტინენტთაშორისი რაკეტები გაზრდილი შესაძლებლობებით. პატრიკ შანაჰანის თქმით, რუსეთისა და ჩინეთის მსგავსი მეტოქეები ქმნიან ახალ რაკეტებს, რომელთა შემჩნევა, დაკვირვება და განადგურება უფრო რთულია.

XS
SM
MD
LG