Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სისხლის ბანკის დირექტორი სერგეენკოს პასუხად: კომერციული ინტერესი არ გვაქვს


სისხლის ბანკის დირექტორი, დავით ლოლიაშვილი გამოეხმაურა ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებას იმის თაობაზე, რომ ბანკი უბედურ შემთხვევას "მარკეტინგისთვის" იყენებს და უფასო დონორების მიზიდვას ცდილობს კომერციული მიზნებისთვის და განაცხადა, რომ ბანკს კომერციული ინტერესი არ ამოძრავებდა, როცა დიდ დიღომში აფეთქების შემდეგ სისხლის მარაგების ამოწურვის შესახებ მედიით გაავრცელა ინფორმაცია.

ლოლიაშვილმა ინტერნეტგამოცემა "ნეტგაზეთს" უთხრა, რომ შეუძლია "ხატზე დაიფიცოს" კომერციული ინტერესების არქონა. სისხლის ბანკის დირექტორი აცხადებს, რომ დეფიციტი დიდი დიღმის ტრაგედიამდეც იყო და მანამდეც სთხოვდა ჟურნალისტებს ამის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას.

დავით ლოლიაშვილის თქმით, სისხლის ჩაბარება მოქალაქეებს შეუძლიათ როგორც უფასოდ, ისე თანხის სანაცვლოდ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG