Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიდ დიღომში აფეთქების შედეგად დაზარალებულები და მშენებლები პრესკონფერენციას გამართავენ


დღეს ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებულები, სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლები და მათი ადვოკატი. ისინი ტრაგედიის მიზეზებსა და გამოძიების მიმდინარეობაზე ისაუბრებენ. კორპუსის მცხოვრებნი და მშენებლები ტრაგედიაზე პასუხისმგებლობას აკისრებენ კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისს.“ 16 იანვარს, ავთანდილის 8 ნომერში მდებარე კორპუსის მეექვსე სართულზე მომხდარი აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა და 8 დაშავდა. წინასწარი ინფორმაციით, ერთ-ერთ ბინაში დაგროვილი ბუნებრივი აირი აფეთქდა. კორპუსის მცხოვრებთა ცნობით, აფეთქებამდე იგრძნობოდა გაზის მწვავე სუნი, თუმცა, ადგილზე მისულმა "ყაზტრანსგაზის" თანამშრომლებმა გაჟონვა უარყვეს.

XS
SM
MD
LG