Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ისლამური სახელმწიფოს" განცხადების ფონზე რუსეთი ამბობს, რომ მაგნიტოგორსკის აფეთქება გაზმა გამოიწვია


რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი აცხადებს, რომ გასულ თვეში მაგნიტოგორსკში მომხდარი სახლის აფეთქების გამომწვევ სავარაუდო მიზეზად გაზის გაჟონვა რჩება, მას შემდეგ, რაც ექსტრემისტულმა ჯგუფმა, "ისლამურმა სახელმწიფომ" თქვა, რომ შენობა მან ააფეთქა. 39 ადამიანი ემსხვერპლა სახლის ნაწილობრივ დანგრევას 31 დეკემბერს.

"გამომძიებლები ამ ტრაგედიის ყველა შესაძლო თეორიას სწავლობენ პირველივე დღიდან. პრიორიტეტულ თეორიად რჩება სამომხმარებლო გაზის აფეთქება. გაითვალისწინეთ, რომ სპეციალისტებმა ადგილიდან აღებულ მასალაზე ვერ აღმოაჩინეს ასაფეთქებელი ნივთიერებების ან მათი კომპონენტების ვერანაირი კვალი" - აცხადებს საგამოძიებო კომიტეტის პრესმდივანი, სვეტლანა პეტრენკო. მისი განცხადებები გავრცელდა საინფორმაციო სააგენტო "ინტერფაქსით", მას შემდეგ, რაც ვებსაიტმა, რომელიც ექსტრემისტულ ორგანიზაციებს აკვირდება, თქვა, რომ შენობის აფეთქებაზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.

SITE-ს სადაზვერვო ჯგუფის მიერ 17 იანვარს გავრცელებული ცნობებით, "ისლამურმა სახელმწიფომ" თავის ყოველკვირეულ ჟურნალში თქვა, რომ მან ააფეთქა "საცხოვრებელი სახლი და შემდეგ ავტობუსი".

XS
SM
MD
LG