Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელორუსია არკვევს რუსეთის მიერ სკანდალური პოლიტიკური განცხადებებით ცნობილი მოდელის დაკავებას


მოსკოვში ბელორუსიის საელჩო ამბობს, რომ არკვევს ბელორუსი მოდელის საქმეს, რომელიც მოსკოვში ტაილანდიდან დეპორტაციის შემდეგ დააკავეს. ანასტასია ვაშუნკევიჩი გასულ წელს აცხადებდა, რომ ჰქონდა 2016 წლის აშშ-ის არჩევნებში დონალდ ტრამპის სასარგებლოდ კრემლის ჩარევის დამადასტურებელი მასალები. ის 17 იანვარს დააკავეს შერემეტიევოს აეროპორტში, მასთან ერთად დეპორტირებულ კიდევ სამ პირთან ერთად. მოსკოვის პოლიცია განცხადებაში ამბობს, რომ ვაშუნკევიში, რომელსაც სოციალურ მედიაში ნასტია რიბკას სახელით იცნობენ, დაკავებულია პროსტიტუციასთან დაკავშირებული ბრალდებებით კიდევ სამ პირთან ერთად, მათ შორის ბელორუს ალექსანდრ კირილოვთან, რომელიც საკუთარ თავს სექს-გურუს უწოდებს და რომელსაც ალექს ლესლის სახელით იცნობენ. ბელორუსიის საელჩოს პრესმდივანმა განაცხადა, რომ საელჩო არკვევს ვაშუნკევიჩის და კირილოვის დაკავების საქმეს. ვაშუნკევიჩის ადვოკატმა მწვავედ გააკრიტიკა რუსეთის უწყებები მისი კლიენტის მის გარეშე დაკითხვის გამო. ადვოკატი, დმიტრი ზატსარინსკი ამბობს, რომ ასეთი დაკითხვიდან მოპოვებული ნებისმიერი ინფორმაცია არ იქნება გამოსადეგი სასამართლოში წარსადგენად.

XS
SM
MD
LG