Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკა ბესელია: ბიძინა ივანიშვილის მადლიერი ვარ


გადაწყვეტილება არ არის მიღებული, მაგრამ მე დავინახე კონსენსუსის მიღწევის შესაძლებლობა - განაცხადა უმრავლესობის წარმომადგენელმა, ეკა ბესელიამ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ. მან ყურადღება გაამახვილა უზენაეს სასამართლოში უვადოდ გასამწესებელი მოსამართლეების შერჩევის საკითხზე, რომელიც შეხვედრაზე განსახილველ ერთ-ერთ მთავარ საკითხად სახელდებოდა.

ბესელიას თქმით, შეხვედრა იყო „ძალიან კარგი“ და მას სწორი პოზიციით, უძღვებოდა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი. „პარტიის თავმჯდომარეს აქვს მზაობა და აქვს დიდი სურვილი, რომ პროცესი წარიმართოს მშვიდად, ერთმანეთთან დებატების გარეშე, დაძაბულობის გარეშე. ძალიან ცდილობდა დღეს და მე მართლა მადლიერი ვარ ბიძინა ივანიშვილის... დღეს არ იყო ადვილი ამ პროცესის მედიაცია. მაგრამ ის დღეს ძალიან კარგად უძღვებოდა ამ პროცესს, როგორც ლიდერი, და მისი მზაობაა და მისი პოზიციაა, რომ მოვნახოთ კონსენსუსი“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

მისი თქმით, უმრავლესობა მოსამართლეების შერჩევის საკითხზე მსჯელობას 25 იანვარს განაგრძობს; თავად კი, პოზიციის დათმობასა და უკან დახევას არ აპირებს. სწორედ უზენაესი სასამართლოში უვადოდ გასამწესებელი მოსამართლეების 10-კაციანი სიის განხილვის შეჩერებას დაუკავშირა ეკა ბესელიამ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პოსტის დატოვება.

XS
SM
MD
LG