Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა


საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო:

არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა - ზეპირსიტყვიერების ტრადიციები და და გამოხატვის ფორმები, საშემსრულებლო ხელოვნება, ადათ-წესები, ჩვეულებები, ტექნოლოგიები, ტრადიციულ ხელოვნებასთან დაკავშირებული ცოდნა და უნარ-ჩვევები, მათთან დაკავშირებული ინსტრუმენტები, საგნები, არტეფაქტები და კულტურული სივრცეები. საქართველო გამორჩეულია მდიდარი და მრავალფეროვანი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობით. ის მემკვიდრეობის ცოცხალი ფორმაა, რომელიც მუდმივად მოქმედებს, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა თაობიდან თაობას გადაეცემა, გარემო პირობების, ბუნების ზემოქმედებისა და მათი ისტორიის შესაბამისად განიცდის მუდმივ განახლებას, ეს არის შემოქმედებითი პროცესი, რომელიც ქმნის კულტურულ იდენტობას და ხელს უწყობს კულტურათა მრავალფეროვნებისა და ადამიანის შემოქმედების პატივისცემას.

ზოგადი ამოცანები

  • არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის გამოვლენა, შესწავლა, შენარჩუნება და გაქრობის საფრთხის ქვეშ მყოფი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის (ზეპირსიტყვიერება, რეწვის მეთოდები, საშემსრულებლო ხელოვნება, სოციალური პრაქტიკა, ცოდნა და სხვ.) სიცოცხლისუნარიანობის აღდგენა;
  • ქართულ ტრადიციულ საშემსრულებლო ხელოვნებასთან, საზოგადოებრივ პრაქტიკასთან და ხელოსნობასთან დაკავშირებული ნივთებისა (ინსტრუმენტები, არტეფაქტები და სხვ.) და სივრცეების დაცვა; მათი გამოვლენისა და აღნუსხვის (შეგროვება, კატალოგიზაცია) სისტემის განვითარება, სათანადოდ შენახვისა და მათზე საზოგადოების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით;
  • ტრადიციული ხელოსნობის, მისი გამოხატვის მრავალფეროვანი ფორმების, შესაბამისი ცოდნისა და უნარების შემდგომი თაობებისთვის გადაცემის მხარდაჭერა;
  • ტრადიციული, საერო და საკულტო არქიტექტურის გამოვლენის, შესწავლის, დაცვისა და კონსერვაციის, შესაბამისი ცოდნისა და უნარების შემდგომი თაობებისთვის გადაცემის მხარდაჭერა;
  • საზოგადოების ცნობიერების ამაღლება არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობის შესახებ და მისი სიცოცხლისუნარიანობის გაზრდისთვის საჭირო ქმედებების განხორციელება, საზოგადოებასთან აქტიური თანამშრომლობის გზით;
  • ქართველური ენებისა და დიალექტების, ქართული დამწერლობისა და ანბანის კვლევისა და შენარჩუნების ხელშეწყობა;
  • საფრთხის წინაშე მყოფი ენების (განსაკუთრებით, აფხაზური ენის), როგორც ქართული იდენტობის ნაწილის, ასევე, როგორც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის, დაცვისა და განვითარების მხარდაჭერა.

არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მინიჭებული აქვს 42 ობიექტს:

  • ქართული პოლიფონია;
  • ქვევრი;
  • ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდი;
  • „დედაენა“ (ქართული საანბანე სახელმძღვანელოსშედგენის იაკობ გოგებაშვილისეული მეთოდი);
  • ცეკვა ფერხული;
  • ბერიკაობა;
  • კახური მრავალჟამიერი;
  • ქალაქური მრავალჟამიერი;
  • საბავშვო ლიტერატურული ჟურნალის ტრადიცია _ ჟურნალი "დილა";
  • ცეკვა "ხორუმი";
  • მესხური ყველი “ტენილი“ - ის დამზადების ტექნოლოგია;
  • “თეატრალური უნივერსიტეტის ყოველწლიური, სტუდენტად კურთხევის ტრადიცია - გრიმის ცხების ცერემონიალი“;
  • ქართული პერიოდიკის უწყვეტი ტრადიცია - ლიტერატურული ჟურნალი “ცისკარი“;
  • “ლაღიძის წყლების ტექნოლოგია და კულტურა“;
  • „ქართული ჭიდაობა“;
  • უძველესი ფშაური საკვები პროდუქტი - ,,დამბალხაჭო” (დამბალი ხაჭო) დამზადების ტექნოლოგია და კულტურა;
  • "ქართული ანბანის სამიუძველესი სახეობისცოცხალი კულტურა";
  • სვანური ხალხური საკრავის "ჭუნირი" დამზადების ტრადიციული მეთოდი;
  • სვანური ქუდის დამზადების ტექნოლოგია;
  • სვანური სამზარეულო – ფეტვიანი ხაჭაპურის დამზადების ტრადიციული მეთოდი;
  • სვანური სამზარეულო –კუბდარის (სვან. Kკუბედ) დამზადების ტრადიციული მეთოდი;
  • სვანური სამზარეულო – სვანური მარილის დამზადების ტრადიციული მეთოდი;
  • სვანური სამზარეულო – თაშმჯაბისდამზადების ტრადიციული მეთოდი;
  • „ვეფხისტყაოსნის“ ზეპირად ცოდნის ტრადიცია;
  • „ქართული პერიოდიკის უწყვეტი ტრადიცია – ლიტერატურული ჟურნალი დილა“;
  • „ზემო სვანეთში სამკურნალო – მინერალური, მჟავე წყლების: მუგვირი, არცხეელი, კახრლდ, ლეგაბ, სეტის, კვედილაშის და შდეგის მოხმარების“;
  • „სვანური ხალხური საკრავი „ჩანგის“ დამზადების ტრადიციული მეთოდი“;
  • „ხეზე კვეთის ტრადიცია – ორნამენტი სვანურ ტრადიციულ საცხოვრისსა და საყოფაცხოვრებო დანიშნულების ნივთებში“;
  • კახური ჩურჩხელის დამზადების ტექნოლოგია;
  • კახური ქუდის დამზადების ტრადიციული მეთოდი;
  • კახური პურის (დედას პური) დამზადების ტექნოლოგია;
  • მეთუნეობის უძველესი ტრადიცია ვარდისუბანში;
  • "ზარით დაკრძალვის სვანური რიტუალი"
  • "ბაზიერობა (დამჭერი მტაცებელი მფრინველით ანუ ბაზით ნადირობა)"
  • ქართული პერიოდიკის უწყვეტი ტრადიცია- ლიტერატურული ჟურნალი "განთიადი"
  • "ქართული ტრადიციული სუფრის/პურობის კულტურა (ქართული სუფრა)"
  • ლურჯი სუფრის დამზადების ტრადიციული ტექნოლოგია და კულტურა
  • ქართული ხალხური სამედიცინო ცოდნა და მისი გამოყენების ტრადიციები
  • "ქართულ-ებრაული 26 საუკუნოვანი უნიკალური ურთიერთობების ტრადიცია"
  • "ცხავატური მეთუნეობა"
  • ქართული აბრეშუმი
  • "ქსნური ულამი - უსასყიდლო შრომითი ურთიერთდახმარების ტრადიცია"

მათგან ექვსს ეროვნული კატეგორია აქვს განსაზღვრული, ესენია:

  • ქვევრი;
  • ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდი;
  • „დედაენა“ (ქართული საანბანე სახელმძღვანელოსშედგენის იაკობ გოგებაშვილისეული მეთოდი)
  • "ქართული ანბანის სამიუძველესი სახეობის ცოცხალი კულტურა";
  • "ქართული ჭიდაობა"
  • "ქართულ-ებრაული 26 საუკუნოვანი უნიკალური ურთიერთობების ტრადიცია"

UNESCO-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეტანილია 3 ქართული ძეგლი:

  • ქართული პოლიფონია;
  • ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდი;
  • ქართული ანბანის სამი უძველესი სახეობის ცოცხალი კულტურა;

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG