Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკა ბესელია: მიზანი არის კონსენსუსი და არა კონფრონტაციის გაღრმავება


ეკა ბესელია
ეკა ბესელია

გუშინ დავინახე მზაობა, რომ პროცესი წავიდეს კონსენსუსისკენ და არა კონფრონტაციისკენ - განაცხადა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში მიმდინარე შეხვედრის დაწყების წინ. იგი ამბობს,რომ კონსენსუსი მისი პრინციპების დათმობის ხარჯზე არ მოხდება.

„გუშინ ჩანდა პოზიცია, რომ საჭიროა კომპრომისი ვეძებოთ, არ გავაღრმავოთ ეს კონფლიქტი, თუმცა მე პოზიციას არ შევიცვლი. ამისთვის არის დღესაც ეს შეხვედრა, რომ მიზანი არის კონსენსუსი და არა კონფრონტაციის გაღრმავება. თუ კონსენსუსი ვერ შედგება, მაშინ დავაინიცირებთ იმ პროექტს, რომელსაც დავუჭერთ მხარს. ამიტომ პარლამენტში ორი ვერსია რომ არ გაჩნდეს, კონსენსუსი უნდა ვეძებოთ, შესაბამისად, მეც მზად ვარ აქეთკენ გადავდგა ნაბიჯები, მაგრამ კონსენსუსი არ გაივლის იმ პრინციპების ხარჯზე, რომელსაც მე ვიცავ. ეს პრინციპული საკითხი ჩემგან არ შეიცვლება“,- განაცხადა ეკა ბესელიამ.

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობა პარტიის თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან ერთად განაგრძობს მსჯელობას მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე, რომელთა შორის პირველ რიგში სახელდება მოსამართლეობის კანდიდატების უვადოდ გამწესება და გუნდში არსებული უთანხმოება.

XS
SM
MD
LG