Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახა კალაძე: ვაკის პარკში არაფერი აშენდება


კახა კალაძე
კახა კალაძე

ვაკის პარკმა გაიმარჯვა და მინდა, მოგილოცოთ. მინდა, მივულოცო თბილისს და თბილისელებს,“- განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ბრიფინგზე, რომელიც სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მფლობელთან შეხვედრის შემდეგ გამართა.
მოვახერხეთ შეთანხმების მიღწევა ინვესტორთან. ამ კონკრეტულ ადგილზე ვაკის პარკში არაფერი აშენდება. მადლობა ყველა იმ ადამიანს, იმ აქტივისტს, ვინც პირველი დღეებიდან ჩართული იყო და იცავდა ამ კონკრეტულ მწვანე სივრცეს. მადლობა იმ რიგით თბილისელებს, ვისაც გული შესტკიოდა ამ მწვანე სივრცეზე, გვიცხადებდა მხარდაჭერას და თანადგომას. მადლობა ინვესტორს, რომელმაც გადმოდგა შემხვედრი ნაბიჯები და მივაღწიეთ შეთანხმებას”, - განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძის თანახმად, ინვესტორთან შეთანხმება შედგა არა კომპენსაციის, არამედ ადგილმონაცვლეობის საკითხზე.

XS
SM
MD
LG