Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

 ჯეკ შეფერდს სამთვიანი პატიმრობა შეეფარდა


ჯეკ შეფერდი სასამართლო სხდომაზე
ჯეკ შეფერდი სასამართლო სხდომაზე

დიდი ბრიტანეთის მოქალაქეს ჯეკ შეფერდს თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასაექსტრადიციო სამთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 23 იანვარს ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში ადვოკატებთან ერთად გამოცხადდა დიდი ბრიტანეთის მოქალაქე ჯეკ შეფერდი და სამართალდამცავებს ნებაყოფლობით ჩაბარდა. ეს ფაქტი ასახა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა, რომელსაც ჯეკ შეფერდმა პოლიციაში გამოცხადებამდე ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა.

ჯეკ შეფერდი მსჯავრდებულია 24 წლის შარლოტ ბრაუნის გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის გამო. ბრიტანეთის სასამართლომ მის საქმეზე განაჩენი გამოიტანა გასული წლის ივლისში და ჯეკ შეფერდს დაუსწრებლად მიუსაჯა ექვსწლიანი პატიმრობა. ბრიტანული პრესის თანახმად, ივლისშივე შეფერდზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა. საქართველოს შს სამინისტროს განცხადების თანახმად კი „ქართველი და ბრიტანელი სამართალდამცველების თანამშრომლობით, ჯ.ს.შ.-ზე საერთაშორისო არხებით ძებნა მიმდინარე წლის 12 იანვრიდან გამოცხადდა“.

XS
SM
MD
LG