Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენციაზე განიხილავენ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს


მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენციის მონაწილეები
მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენციის მონაწილეები

26 იანვარს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში დაიწყო საქართველოს მოსამართლეთა 25-ე რიგგარეშე ერთდღიანი კონფერენცია. მონაწილეები განიხილავენ სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ არჩევის ფორმასა და კრიტერიუმებზე, ასევე კანდიდატების რაოდენობაზე მოსამართლეების პარალელურად პოლიტიკოსებიც მსჯელობენ.

კონფერენციის დაწყებამდე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმა განაცხადა, რომ უზენაეს სასამართლოსთან მიმართებაში იგეგმება ისეთი მოდელის გამოყენება, სადაც საბჭოს ორი წევრი უფლებამოსილია დაასახელოს იმდენი კანდიდატი, რამდენი ვაკანსიაც არის მოცემულ მომენტში უზენაეს სასამართლოში.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის შეფასებით მას დიდი იმედი არა აქვს, რომ მოსამართლეები „დადგებიან მოქალაქეების მხარეს და კიდევ ერთხელ არ დაიცავენ ჩინჩალაძის კლანის ინტერესებს“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG