Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფილიპინების სამხრეთში, ტაძარში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა


ორი ბომბი აფეთქდა ტაძარში ღვთისმსახურების დროს და შემდეგ, ტაძრის გარეთ სამხრეთ ფილიპინების კუნძულ ჰოლოზე. ოფიციალური პირის თქმით, 20 ადამიანი მოკვდა და დაშავებულია 100-ზე მეტი. რეგიონული პოლიციის უფროსის, გრასიანო მიარესის თქმით, 27 იანვარს დახოცილთაგან 14 სამოქალაქო პირია, ექვსი უშიშროების სამსახურის თანამშრომელი. ცნობით, პირველი აფეთქება მოხდა ეკლესიაში შიგნით, დედაქალაქ მანილადან 1000 კილომეტრში მდებარე ქალაქ ჰოლოში. მეორე ბომბი აფეთქდა ავტოსადგომზე, ეკლესიასთან, როცა უშიშროების სამსახურის თანამშრომლები პირველი აფეთქების ადგილზე მივიდნენ. პასუხისმგებლობა მომხდარისთვის არავის უკისრია. ჰოლოზე აქტიურობენ აბუ საიაფის შეიარაღებული რაზმები, რომლებიც ფილიპინებსა და აშშ-ში ტერორისტულ დაჯგუფებად არიან მიჩნეული. აფეთქებები მოხდა რამდენიმე დღეში მას მერე, რაც სამხრეთ ფილიპინებში მაჰმადიანური ავტონომია უნდა დაარსებულიყო და კენჭისყრა გაიმართა ამის თაობაზე. სულუს პროვინციის ამომრჩევლებმა უარი უთხრეს ავტონომიას.

XS
SM
MD
LG