Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

NDI-ს დაკვეთით გამოკითხულთა უმეტესობა კრიმინალურ ვითარებას გაუარესებულად მიიჩნევს


აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის(NDI) დაკვეთით საქართველოში გამოკითხულთა უმეტესობის, 43%-ის შეფასებით, ბოლო 10 წელიწადში კრიმინალური მდგომარეობა გაუარესდა. 18% მიიჩნევს, რომ გაუმჯობესდა, 32%-ის აზრით იგივე დარჩა, 7%-მა კი არ იცის. გამოკითხულთა 25%-მა ყველაზე ხშირ დანაშაულად დაასახელა ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაული, 21%-მა ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა, 20%-მა ავტოსაგზაო შემთხვევები, 14%-მა მკვლელობა და 5%-მა ოჯახში ძალადობა. ამასთან, გამოკითხულთა 60% პოლიციის საქმიანობას კარგად აფასებს და 7% ძალიან კარგად. 18%-ის აზრით, პოლიცია ცუდად მუშაობს და 3%-ის შეფასებით, ძალიან ცუდად.

NDI-ის დაკვეთით გამოკითხვა 6-20 დეკემბერს ჩაატარა კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა. გამოიკითხა 2205 ადამიანი. საშუალო ცდომილების ზღვარი +/-2,1%-ია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG