Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ზურაბიშვილი: ევროკავშირისა და ნატოს მიმართ საქართველოს განწყობა უცვლელია 


ბრიუსელში ჩავიტანე განწყობა, რომ უცვლელია ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის მისწრაფება უცვლელია საქართველოში, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 28 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე, ბრიუსელში მისი პირველი სამუშაო ვიზიტის შეჯამებისას.

„NDI-ის დღევანდელ გამოკვლევაშიც ჩანს, რომ ჩვენთან უცვლელია განწყობა ევროკავშირის მიმართ და ნატოს მიმართ და ეს არის ის განწყობა, რაც მე ჩავიტანე (ბრიუსელში)... ეს არის ერთ-ერთი საკითხი, ჩვენი ინტეგრაცია ევროკავშირში, როგორც ნატოში, რომელზეც არის სრული კონსენსუსი ქვეყანაში მთავარ პოლიტიკურ ძალებს შორის და რაც მთავარია, საზოგადოების მხრიდან უცვლელია დადებითი განწყობა ამ ინტეგრაციის პროცესის მიმართ, იმის მიუხედავად, რომ ჩვენ ველოდებით უფრო ჩქარ პროგრესს, გადადგმულ გამბედავ ნაბიჯებს... მაგრამ მაინც არსებობს ეს ძალიან დადებითი განწყობა ჩვენი მხრიდან“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, ბრიუსელში ძალიან აფასებენ საქართველოს უცვლელ სწრაფვას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით და ასეთი განწყობა ორმხრივია. სალომე ზურაბიშვილის თქმით, საქართველო იმ ქვეყანათა უმცირესობაშია, რომელთაც შერჩათ „ევროენთუზიაზმი“:

„საქართველო არის ძალიან დაფასებული და ძალიან მაღლა დგას ევროკავშირის ინტერესებში როგორც ერთ-ერთი ქვეყანა - და ცოტანი დარჩნენ ასეთები - რომელშიც ჯერ კიდევ შეიმჩნევა ევროენთუზიაზმი“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

XS
SM
MD
LG