Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკა ბესელია მის მიმართ მორალურ ტერორზე ლაპარაკობს


საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, იურიდიული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ეკა ბესელია მის პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული ფარული მასალის გავრცელებას ფეისბუკში ეხმაურება და აცხადებს, რომ მის მიმართ ცილისწამებამ დაგეგმილი კამპანიური ხასიათი მიიღო. და ეს დაიწყო მას შემდეგ, რაც ის თანამდებობიდან გადადგა.

ეკა ბესელია ადასტურებს, რომ სოციალური ქსელის მეშვეობით ცალკეულ ჯგუფებში ვრცელდება მისი პირადი და ოჯახური საიდუმლოების ამსახველი უკანონო ჩანაწერი, რომელიც მისი სიტყვებით, მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს დამზადდა და ახალი ხელისუფლების პერიოდში გავრცელდა. ბესელია განმარტავს, რომ ამ ფაქტზე პროკურატურამ 8 პირი ცნო დამნაშავედ და ეს საქმე ბოლოს სააპელაციო სასამართლოში გააგზავნეს. ბესელიას განცხადებით, ის ამ საქმის სასამართლოში გაგზავნას სწორად არ მიიჩნევდა მასალის გავრცელების საფრთხიდან გამომდინარე. დეპუტატი ასევე განმარტავს, რომ ის თავად იყო ავტორი იმ საკანონმდებლო ცვლილებებისა, რომლის მიხედვითაც წინა მოწვევის პარლამენტში გამკაცრდა დანაშაული პირადი და ოჯახური საიდუმლოების და კომუნიკაციის წესის დარღვევისთვის.

„ეს იმიტომ, რომ ადამიანები დაგვეცვა მორალური ტერორისგან!!! ახლა რა ხდება? ვინ აირჩია ჩემთან ანგარიშსწორება ამ ფორმით? ამ კითხვებზე პასუხი მინდა უმოკლეს ვადაში სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან. ვის ხელში იყო ეს მასალა?“, - წერს ეკა ბესელია.

დეპუტატი მიმართავს გენერალურ პროკურორს შალვა თადუმაძეს, შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გვახარიას, სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურის უფროსს, ვახტანგ გომელაურს სასწრაფოდ და უმოკლეს ვადაში დაადგინონ ვინ განახორციელა და ვინ დგას ამ მორალური ტერორის უკან.

„მე მგონი კარგად ესმის ყველას რას ნიშნავს წითელი ხაზების გადაკვეთა“, - წერს ეკა ბესელია.

28 იანვარს დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ინტერნეტში ეკა ბესელიას პირადი ცხვორების ამსახველი ფარული ჩანაწერი გავრცელდა და შესაბამის უწყებებს რეაგირებისკენ მოუწოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG