Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თინა ხიდაშელი:3 წლის წინ ჩემი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები არ გაუვრცელებიათ


თინა ხიდაშელი
თინა ხიდაშელი

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე პირველად განმარტავს 3 წლის წინ მისი პირადი ცხოვრების ამსახველი უკანონო ფარული ჩანაწერის შესაძლო გავრცელების ფაქტს და აღნიშნავს, რომ მისი პირადი ცხოვრების კადრები არ გაუვრცელებიათ და ვიდეო, რომელიც მაშინ აიტვირთა, მისთვის უცნობი ადამიანების ინტიმურ ურთიერთობებს ასახავდა.
იმ დილის 7 საათზე დავურეკე ვახო გომელაურს და ვითხოვდი რომ დაეტოვებინათ, სწორედ იმიტომ რომ ჭორაობის საფუძველი არ ყოფილიყო, თუმცა რამდენიმე წუთში გააქრეს. ვიცი, რომ ის ვიდეო ვიღაცეებს გადმოწერილი აქვთ და, თუ საჭირო გახდება, იქნებ გამოაჩინონ კიდეც.“- თინა ხიდაშელი ამბობს, რომ არავითარი შანტაჟის მსხვერპლი პირადად არ ყოფილა, თუმცა მანიპულაციისა და დისკრედიტაციის მცდელობა ნამდვილად იყო.

თინა ხიდაშელი ეხმიანება ასევე ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერის შესაძლო გავრცელების ფაქტსაც და ამბობს, რომ სიბინძურეს, რომელიც ქვეყანაში ტრიალებს რამდენიმე მიზეზი აქვს:

„- ჩვენში კარგად იყიდება და სეირის მაყურებელი უფრო მეტია, ვიდრე ადამიანის განადგურების მოწინააღმდეგე;
- სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, მაშინაც იცოდნენ და ალბათ დღესაც ასევე იციან, ვინ იდგა ამ ამბების წინ და უკან; იცოდნენ გვარებით და სახელებით, გავრცელების ადგილებით, ინტერნეტ- კაფეების მისამართებით ,საიდანაც აიტვირთა ვიდეოები და სხვა;
- დღემდე არავინ დასჯილა, არ დასჯილან შემკვეთები და სისტემის პატრონები და სანამ ასეა, ხვალეც ექნებათ იმედი რომ არ დაისჯებიან, ამიტომ გააგრძელებენ
,“-აღნიშნავს თინა ხიდაშელი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე და დასძენს, რომ „მანამ იქნება ასე, სანამ დირექტორს ჰკითხავენ და მას დაავიწყდება და ამით დაადასტურებს, რომ ეს მისთვის მისაღები ამბავია.

XS
SM
MD
LG