Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

NDI: 60% პრეზიდენტისგან ელის საქართველოს დადებითად წარმოჩენას საერთაშორისო არენაზე

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი

NDI-ს 2018 წლის დეკემბრის კვლევაში, გამოკითხულთა 60% მოელის, რომ სალომე ზურაბიშვილი დადებითად წარმოაჩენს ქვეყანას საერთაშორისო არენაზე. დაახლოებით ამდენივეს, 59%-ის მოლოდინია, რომ ის შეეცდება სხვადასხვა პოლიტიკურ და სოციალურ ჯგუფებს შორის კონსენსუსის მიღწევას. გამოკითხულთა 33% ნაწილობრივ ან სრულიად არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ სალომე ზურაბიშვილი ადამიანებისთვის მნიშვნელოვან საკითხებს წამოჭრის.

კვლევაში ასევე გამოიკვეთა საზოგადოების განწყობა პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით. 85% თვლის, რომ ის პირდაპირი არჩევნების წესით უნდა გამოვლინდეს. ამ კითხვაზე 2017 წლის გამოკითხვაშიც თითქმის იგივე (84%) შედეგი იყო. 2018 წლის გამოკითხვაში მხოლოდ 11% თვლის, რომ პრეზიდენტი ხალხის მიერ არჩეულმა წარმომადგენლებმა უნდა აირჩიონ.

XS
SM
MD
LG