Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ დაიწუნა რუსული თაფლის ნიმუში


რუსული თაფლის ბაზრობა
რუსული თაფლის ბაზრობა

თაფლის ტენდერში მონაწილე რუსულ კომპანიას დისკვალიფიკაცია მიენიჭა - განცხადებას ამის თაობაზე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ავრცელებს. ლაპარაკია ნატურალური თაფლის (CON18000093) ტენდერზე, რომელიც მიზნად ისახავს შს სამინისტროსა და სხვა სახელმწიფო უწყებების თაფლით მომარაგებას. ტენდერში მონაწილეობდა რუსული კომპანია, რამაც საზოგადოების გარკვეულ ჯგუფებში დიდი ხმაური და ვნებათაღელვა გამოიწვია. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო აცხადებს, რომ რუსული თაფლის ნიმუში არადამაკმაყოფილებელი იყო.

„ტენდერში დაბალი ფასის შემოთავაზების მქონე კომპანიამ „ვ.ტ“ მოქმედი კანონმდებლობისა და სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნის შესაბამისად წარმოადგინა ნატურალური თაფლის ნიმუში. სატენდერო კომისიამ შეაფასა წარმოდგენილი ნიმუში. კომისიის გადაწყვეტილებით, პრეტენდენტს მიენიჭა დისკვალიფიკაცია. ვინაიდან, წარმოდგენილი ნიმუში არ აკმაყოფილებდა სატენდერო დოკუმენტაციითა და კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს“, - ნათქვამია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG