Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფეთქება მოხდა პეკინის გამზირზე - არავინ დაშავებულა


პეკინის გამზირზე, ბულაჩაურის ქუჩის ერთ-ერთ კორპუსში აფეთქება მოხდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, აფეთქება კორპუსის მე-6 სართულზე მდებარე ბინის სამზარეულოში მოხდა.

ამ დროისთვის ხანძარი ჩააქრეს, არავის დაშავებულა. „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, ბინა მისმა მფლობელმა დღეს გააქირავა და მისი სიტყვებით, იქ უსაფრთხოების ყველა წესი დაცული იყო.საქმეზე დაწყებულია გამოძიება.

„ყაზტრანსგაზ თბილისის" განცხადებით, აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად არ მომხდარა.

"წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი გამოიწვია ქიმიური ნივთიერების აალებამ. მომხდარის შესახებ დეტალებს გამოძიება დაადგენს“, - ნათქვამია „ყაზტრანსგაზ თბილისის" განცხადებაში.

XS
SM
MD
LG