კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ინფორმაციით, ბინაში, სადაც მხუთავი აირით, CO-თი 6 ადამიანი მოიწამლა გაზის დანადგარი კუსტარულად იყო გამონტაჟებული. კომპანიის განცხადებით, ამ ოჯახს გაზდანადგარი ორჯერ ჩაუჭრეს - პირველად, 2018 წლის 4 მაისს და მეორედ 12 დეკემბერს, თუმცა ორივეჯერ დანაგარი თვითნებურად დააერთეს. კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თან ერთვის მისი თანამშრომლების მიერ შედგენილი შესაბამისი აქტები. „ყაზტრანსგაზის“ ცნობითვე, ოჯახი გააფრთხილეს, რომ ბინაში ღია წვის კამერიანი გაზდანადგარის მოხმარება დაუშვებელი და კატეგორიულად აკრძალულია. გვიან ღამით, თემქის დასახლებაში CO-თი მოიწამლა ერთი ოჯახის 6 წევრი. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ყაზტრანსგაზი: ბინას, სადაც CO-თი 6 ადამიანი მოიწამლა, გაზდანადგარი ორჯერ ჩავუჭერით