Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გვრიტიშვილი: ჩანაწერის გავრცელება შესაძლოა გარკვეული პოლიტიკური ჯგუფის ინტერესი იყოს


დიმიტრი გვირიტიშვილი
დიმიტრი გვირიტიშვილი

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი მიიჩნევს, რომ პრადი ცხოვრების ფარული ჩანაწერის გავრცელება შესაძლოა, ემსახურებოდეს გარკვეული პოლიტიკური ჯგუფის ინტერესს. ჟურნალისტების შეკითხვას, მართლაც ფიქრობს თუ არა, რომ ჩანაწერი ეკა ბესელიას გავრცელებულია, დიმიტრი გვრიტიშვილმა უპასუხა: „მე ზოგადად ვთქვი, რომ არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება.“ გვრიტიშვილის განცხადებითვე, ჩანაწერების გავრცელება საეჭვოდ დაემთხვა ბოლო პერიოდში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებს, როცა „გარკვეულმა ჯგუფმა ქალბატონი ბესელიას ხელმძღვანელობით აშკარად წარმოაჩინა თავი როგორც რაღაც პროგრესულმა ძალამ, რომელიც ემხრობა სამართლიანობას, ზრუნავს ქვეყნის მომავალზე და არ დაუშვებს მოსამართლეების თემის გატანას პარლამენტში.“ დიმიტრი გვრიტიშვილის თქმით, ​შექმნილი სიტუაცია ხელს არ აძლევს მთავრობას, რომელსაც აქვს დანაშაულის უმოკლეს ვადაში გამოძიების უმძიმესი ვალდებულება და ხელს არ აძლევს არც სასამართლო ხელისუფლებას. "ეს არის დამღუპველი, თუ დამტკიცდება რაიმე ფორმით სასამართლო ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენლის კავშირი ამ ბინძურ დანაშაულთან. აქედან გამომდინარე, ერთადერთი დამრჩა ასეთი ვარაუდის საფუძველი, ეს ხომ არ ემსახურება გარკვეული პოლიტიკური ჯგუფის ინტერესს, რომელსაც სურს, თავისი დამოუკიდებელი ადგილი დაიმკვიდროს პოლიტიკურ ცხოვრებაში,“ - განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა.

სამართალდამცავების მიერ 16 პირია დაკავებული პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერის შენახვის და გავრცელების ბრალდებით. შსს-ს განცხადებით, გამოძიებით დადგენილია, რომ ეს პირები სოციალური ქსელით და მობილური ინტერნეტაპლიკაციის მეშვეობით ინახავდნენ და მასობრივად ავრცელებდნენ პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეოჩანაწერს. ბოლო დღეებში სოციალური ქსელებით გავრცელდა სავარაუდოდ, პარლამენტის წევრის, ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერი.

XS
SM
MD
LG