Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურაბ ალასანია გადააყენეს უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელის პოსტიდან


უკრაინის სახელმწიფო საზოგადოებრივი ტელერადიოკომპანიის (UA) სამეთვალყურეო საბჭომ 31 იანვარს თანამდებობიდან გაათავისუფლა მაუწყებლის ხელმძღვანელი ზურაბ ალასანია, რომელიც ამ თანამდებობაზე 2017 წლიდან მუშაობდა.

სამეთვალყურეო საბჭოს 12 წევრიდან მის ვადაზე ადრე გათავისუფლებას მხარი დაუჭირა 9 - კაცმა.

ზურაბ ალასანია მიიჩნევს, რომ მისი თანამდებობიდან ვადაზე ადრე გათავისუფლება მოხდა „პროცედურების დარღვევით“ და აპირებს სამართლებრივი ბრძოლის დაწყებას, როდესაც გამოქვეყნდება სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის ოქმი.

ზოგიერთი წყაროს ცნობით, ტელეარხის ხელმძღვანელს მანამდეც ჰქონდა კონფლიქტი სამთვალყურეო საბჭოსთან, რაც კიდევ უფრო გაძლიერდა მას შემდეგ, რაც „უკრაინის“ პირდაპირი ეთერით არ იქნა ტრანსლირებული ფორუმი, რომელზეც ქვეყნის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მომავალ არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილება გამოაცხადა.

მანამდე არხის ხელმძღვანელობაზე ზეწოლის შესახებ ფეისბუკით გაავრცელა ცნობა რადიო თავისუფლების საგამოძიებო ჟურნალისტური პროექტის „სქემების“ მთავარმა რედაქტორმა ნატალია სედლეცკამ.

გასული წლის დეკემბერში სედლეცკამ გაავრცელა ცნობა, უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერიდან საგამოძიებო პროექტების „სქემებისა“ და „ჩვენი ფულის“ შესაძლო მოხსნის თაობაზე.

ჟურნალისტის ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დიდი უკმაყოფილობა გამოიწვია სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ ტელეარხზე კრიტიკული საგამოძიებო სიუჟეტის ჩევნებამ, რომელიც უშუალოდ პეტრო პოროშენკოს შეეხებოდა.

უკრაინის სამაუწყებლო ტელერადიოკომპანიის სამეთვალყურეო საბჭოში კომენტარს არ აკეთებენ ზურაბ ალასანიას თანამდებობიდან გათავისუფლების შესაძლო პოლიტიკურ მოტივზე.

XS
SM
MD
LG