Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაგვიანებული პროექტი: ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობა დაწყებულია


„ქართული ოცნების“ 2016 წლის წინასაარჩევნო დაპირების მიხედვით, ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს სტუდენტთა მიღება 2019 წელს უნდა დაეწყო. თუმცა ამ დროისთვის მიმდინარეობს მხოლოდ პირველი კორპუსის მინუს პირველი და ნულოვანი სართულების მშენებლობა. შენობა სულ შვიდ სართულიანი უნდა იყოს.

პროექტზე მუშაობის გაჭიანურებისა და მშენებლობის დაგვიანების გამო, სტუდენტთა მიღების ვადამ 2020 წლისთვის გადაიწია. ინფორმაციას ამის შესახებ „ქართუ ჯგუფი“ ავრცელებს. როგორც „ქართუ ჯგუფის“ წარმომადგენელმა, ვახტანგ კოღუაშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, უნივერსიტეტისთვის განკუთვნილ 140 ჰექტარზე სულ ოთხი სასწავლო კორპუსი და სტუდენტების საერთო საცხოვრებელი აშენდება. პროექტის ბიუჯეტი, თბილისის ტექნოლოგიურ ცენტრთან ერთად, 1 მილიარდ ევროს შეადგენს და მას ფონდი „ქართუ” სრულად აფინანსებს.

პროექტის პირველი ფაზის დასრულების შემდეგ, უნივერსიტეტი 1200-3000 სტუდენტს მიიღებს, რომლებიც პირველ ეტაპზე მათემატიკას, ინფორმაციულ ტექნოლოგიებსა და მენეჯმენტს შეისწავლიან. „ქართუ ჯგუფის“ პროექტების ხელმძღვანელის, ვახტანგ ცაგარელის თქმით, ტექნოლოგიური უნივერსიტეტის სრული ამოქმედებისთვის 7-10 წელია საჭირო.

განათლების მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის ინფორმაციით, დასრულების ეტაპზეა სასწავლო პროგრამებიც, რომელთა შემუშავებაშიც ქართულ მხარეს მიუნხენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ეხმარება.

ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობა
please wait

No media source currently available

0:00 0:00:36 0:00

XS
SM
MD
LG