Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გედევან ფოფხაძე: შანტაჟის სივრცე პოლიტიკურ ველში არ უნდა არსებობდეს


საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, გედევან ფოფხაძე „ხელისუფლების მინუსს“ უწოდებს ინტერნეტით პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერების გამოქვეყნებას. პარლამენტარმა აღნიშნული კომენტარი გააკეთა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში გამართული საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის მსვლელობისას.

პარლამენტარმა აღნიშნა, რომ ყველა უნდა იყოს დაინტერესებული იმით, რომ შანტაჟის სივრცე პოლიტიკურ ველში აღარ არსებობდეს.

მმართველი პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა რამდენიმე საათია მიმდინარეობს. როგორც ჩვენი კორესპონდენტი იუწყება, შეხვედრის მთავარი თემა კვლავ სასამართლო სისტემასთან დაკავშირებული საკითხებია.

სხდომაში, რომელიც დახურულია, პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც მონაწილეობს.

XS
SM
MD
LG