Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაკედონიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ უნგრეთში გაიქცა თავის გადასარჩენად

ნიკოლა გრუევსკი და ვიქტორ ორბანი
ნიკოლა გრუევსკი და ვიქტორ ორბანი

დევნილობაში მყოფი მაკედონიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ნიკოლა გრუევსკი აცხადებს, რომ უნგრეთში მისი გაქცევის მიზეზი იყო დაგეგმილი პოლიტიკური მკვლელობა, რომელიც უნდა განხორციელებულიყო ციხეში, სადაც მას ორწლიანი პატიმრობა ელოდა.

თავისი ქვეყნიდან გაქცევის შემდეგ პირველად, მაკედონიის ტელევიზია Sitel-ისათვის 2 თებერვალს მიცემულ ინტერვიუში, გრუევსკიმ განაცხადა, რომ თავდაპირველად თანახმა იყო წასულიყო საპატიმროში, მის მიმართ გამოტანილი „კანონიერ საფუძველს მოკლებული უგუნური განაჩენის“ მიუხედავად.

„მაგრამ მას შემდეგ, რაც ინფორმირებული პირებისაგან შევიტყვე ჩემი ლიკვიდაციის შესახებ არსებული გემის შესახებ, გადაწყვეტილება შევცვალე“, - განაცხადა ინტერვიუში გრუევსკიმ. თუმცა, მან თავი შეიკავა საჯაროდ დაესახელებინა ამ შეთქმულების უკან მდგარი პირის ვინაობა, რადგან არ ფლობს მტკიცებულებებს.

მაკედონიის ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრის, ზორან ზაევის მთავრობამ უარყო ბრალდება, თითქოს ყოფილ პრემიერ-მინისტრზე პოლიტიკური დევნა ხორციელდებოდეს.

ნიკოლა გრუვესკიმ, რომელსაც მჭიდრო კავშირები აქვს უნგრეთის ავტოკრატიული ყაიდის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან, უნგრეთს თავი შეაფარა 2018 წლის ნოემბერში. მანამდე იგი სასამართლომ დამნაშავედ ცნო კორუფციაში და ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

გრუევსკი აცხადებს, რომ უნგრეთზე მის არჩევანი შეჩერდა იმიტომ, რომ ქვეყანა ნატოსა და ევროკავშირის წევრია, თავიდი „დამოუკიდებელი ინსტიტუტებით“.

მაკედონიის პრემიერ-მინისტრის პოსტზე გრუევსკი 2006-დან 2016 წლამდე მუშაობდა. მისი მთავრობის რღვევა დაიწყო მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა ხელისუფლების მიერ ორგანიზებული მასობრივი ხასიათის ფარული მოსმენების შესახებ.

ბრალდების თანახმად, იგი პირადი მიზნებისათვის იყენებდა სახელმწიფო ბიუჯეტის ფულით, 675 ათას დოლარად შეძენილ „მერსედერსის“ ტიპის მანქანას. მოგვიანებით გრუევსკის სხვა ბრალდებაც წაუყენეს სხვა კორუფციასთან დანაშაულებთან კავშირის გამო.

სკოპიემ მაკედონიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის დასაპატიმრებლად საერთაშორისო ორდერი გასცა.

XS
SM
MD
LG