Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პარლამენტი თბილისში დაბრუნდა


პარლამენტის შენობა თბილისში
პარლამენტის შენობა თბილისში

საქართველოს პარლამენტში ბიუროს სხდომით იხსნება საგაზაფხულო სესია. ბიუროს წევრები 15 საათზე შეიკრიბებიან თბილისში, პარლამენტის დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზში.

უპირველესი მნიშვნელობის საკითხი, რომელიც პარლამენტმა საგაზაფხულო სესიაზე უნდა გადაწყვიტოს, უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნი მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმები და პროცედურაა.

საქართველოს პარლამენტმა 2018 წლის დეკემბერში დაასრულა მუშაობა ქალაქ ქუთაისში, რომელიც კონსტიტუციით 2012 წლიდან იყო უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ადგილსამყოფელი.

პარლამენტის თბილისიდან ქუთაისში გადატანა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების ინიციატივა იყო. „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ მიღებულ ახალ კონსტიტუციაში, რომელიც ძალაში შევიდა 2018 წლის 16 დეკემბრიდან, პარლამენტის ადგილსამყოფელი მითითებული აღარ არის. ამასთან, პარლამენტის რეგლამენტით, მისი ადგილსამყოფელია საქართველოს დედაქალაქი - თბილისი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG