Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახლობლები გიორგი მამალაძის ზიარებასა და გათავისუფლებას ითხოვენ


აქციის წევრებმა გიორგი მამალაძის გათავისუფლება და ზიარება მოითხოვეს.
აქციის წევრებმა გიორგი მამალაძის გათავისუფლება და ზიარება მოითხოვეს.

4 თებერვალს დეკანოზ გიორგი მამალაძის ახლობლებმა, საპატრიარქოს წინ, აქცია გამართეს, მოგვიანებით კი კარვებიც გაშალეს. ისინი მამალაძის გათავისუფლებას და ზიარებას ითხოვენ.

თორნიკე მამალაძე აცხადებს, რომ მისი ძმა, დეკანოზი გიორგი მამალაძე უკანონო პატიმრობაში იმყოფება და ამასთან ავადაა. აქვს სხვადასხვა დაავადება, მათ შორის დიაბეტი და ხერხემლის პრობლემა. ოჯახი მამალაძის გათავისუფლებას ითხოვს.

თორნიკე მამალაძე ადასტურებს, რომ ციხის ადმინისტრაცია მაქსიმალურ ყურადღებას აქცევს პატიმარს. ის იღებს წამლებს, მაგრამ ეს საკმარისი არ არის.

რამდენად სერიოზულია პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა იმისთვის, რომ მისი გათავისუფლება გახდეს შესაძლებელი? ადვოკატი მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ ჩასატარებელი იქნება სასამართლო ექსპერტიზა, გამოკვლევები და „დანარჩენი იქ გამოჩნდება“.

ახლობლები გიორგი მამალაძის ზიარებასა და გათავისუფლებას ითხოვენ
please wait

No media source currently available

0:00 0:00:25 0:00

აქციის მონაწილეები აპროტესტებენ იმასაც, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს არ ეძლევა ზიარების შესაძლებლობა. მათი თქმით, თავდაპირველად ეს საეკლესიო სასჯელი, ეპიტიმია იყო, ახლა კი პატიმრის მოძღვარს არ უშვებენ ციხეში.

„ჩემი ძმა ცდილობდა გადავერწმუნებინე, მაგრამ მაინც გადავწყვიტე აქციის მოწყობა. მე ვარ ძმა, მას ჰყავს სამი მცირეწლოვანი შვილი და მის სიცოცხლეზე ვფიქრობ. ამ ხნის განმავლობაში ვცდილობდი საპატრიარქოსთან კავშირი დამემყარებინა და ისე მომეგვარებინა პრობლემა, მაგრამ არაფერი გამოვიდა“, - ამბობს თორნიკე მამალაძე.

2017 წლის სექტემბერში, თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი მამალაძე დამნაშავედ ცნო კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობის მომზადებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვაში.

გიორგი მამალაძეს მიესაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამჟამად საქმე გაგზავნილია სტრასბურგის სასამართლოში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG