Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა რეპერი შავი პრინცი


რეპერი აკაკი ბაბუნაშვილი, იგივე "შავი პრინცი" 47 წლის ასაკში გარდაიცვალა. Popmusic-ის ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი თირკმელებთან დაკავშირებული პრობლემებია.

"შავი პრინცი" საზოგადოებამ 1990-იანი წლების ბოლოს გაიცნო. 1999 წელს "ძებნილებთან" ერთად გამოუშვა სადებიუტო ალბომი "დაამტვრიე როკი". განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდნენ მისი სიმღერები - "ჩემი ძმები", "შიმშილი", "ავიარე ჩავიარე" და სხვა.

ბოლო წლებში შავი პრინცი მოღვაწეობდა ფსევდონიმით Prince P.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG