უკრაინაში არ შეუშვეს პოპულარული რუსი ტელეწამყვანი და ვიდეობლოგერი ანასტასია ივლეევა.
უკრაინის სახელმწიფო საზღვრის სამსახურის ცნობით, ივლეევა კიევში ჩაფრინდა მინსკიდან. შემოწმებისას გაირკვა, რომ 2017 წელს ის იმყოფებოდა ყირიმში, საიდანაც გადავიდა რუსეთის ტერიტორიაზე, რაც აკრძალულია უკრაინის კანონმდებლობით. ივლეევას სამი წლით აეკრძალა უკრაინაში ჩასვლა.
ანასტასია ივლეევამ სახელი გაითქვა ტელეპროექტით მოგზაურობის თემაზე ("Орёл и решка") და ვიდეობლოგით. იუტიუბზე მისი არხის ხელმომწერების რიცხვი 2,5 მილიონს, ინსტაგრამზე - 10 მილიონს აღემატება.