Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრიპტოვალუტის მფლობელებს დაკარგული აქვთ წვდომა 180 მლნ კანადურ დოლარზე


კანადის ციფრული პლატფორმა „კვადრიგის“ მომხმარებლებს დაკარგული აქვთ წვდომა თავიანთ ანგარიშებზე 180 მლნ კანადური დოლარით (137 მლნ ამერიკული დოლარი) მას შემდეგ, რაც დეკემბერში მოულოდნელად გარდაიცვალა ერთადერთი ადამიანი, ჯერალდ კოტენი, რომლისთვისაც ცნობილი იყო ანგარიშების პაროლი. ამის შესახებ იუწყება ამერიკული ტელეარხი, ბიზნესის სიახლეებზე სპეციალიზებული სი-ენ-ბი-სი (CNBC).

ჯერალდ კოტენი 30 წლის ასაკში გარდაიცვალა ინდოეთში, სადაც, ფეისბუკში „კვადრიგის“ განცხადებით, კრონის დაავადება გაურთულდა, როცა მოხალისედ მუშაობდა ობოლთა თავშესაფარში. „კვადრიგამ“ 14 იანვარს გაავრცელა ცნობა კოტენის გარდაცვალების შესახებ.

ეს პლატფორმა იძლევა ბიტკოინით, ლაიტკოინით და ეთერეუმით ვაჭრობის შესაძლებლობას. მას ჰყავს 363 ათასამდე რეგისტრირებული მომხმარებელი და, მთლიანობაში, 250 მილიონამდე კანადური დოლარი მართებს 115 ათასი მომხმარებლისა, რის შესახებაც ნოტარიულად დამტკიცებულ დოკუმენტში განაცხადა კოტენის ქვრივმა, ჯენიფერ რობერტსონმა.

რობერტსონის განმარტებით, კოტენის მთავარი კომპიუტერი შეიცავდა კრიპტოვალუტის „ცივ საფულეს“, რომელზეც შეუძლებელია ონლაინ-წვდომა და გარდაცვალების შედეგად 180 მლნ კანადური დოლარი დარჩა „ცივ საცავში“. რობერტსონი აღნიშნავს ასევე, რომ არ მონაწილეობდა ქმრის ბიზნეს-საქმიანობაში და მისთვის უცნობი იყო პაროლი.

XS
SM
MD
LG