Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მალხაზ მაჩალიკაშვილმა განცხადებით 150 პარლამენტარს ინდივიდუალურად მიმართა


მალხაზ მაჩალიკაშვილი
მალხაზ მაჩალიკაშვილი

პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა საქართველოს პარლამენტში განცხადებები შეიტანა 150-ივე დეპუტატის სახელზე. მალხაზ მაჩალიკაშვილს აინტერესებს პარლამენტის წევრების პოზიცია, ემხრობიან თუ არა დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე.

მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია დადგინდეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ პანკისში 2017 წელს ჩატარებული სპეცოპერაციის დეტალები და დადგეს მისი შვილის მკვლელობაში დამნაშავე პირების პასუხისმგებლობის საკითხი.

მალხაზ მაჩალიკაშვილი დეპუტატების პასუხებს დაელოდება
please wait

No media source currently available

0:00 0:01:40 0:00

XS
SM
MD
LG