Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობა დახურულ შეხვედრას მართავს


მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში მიმდინარეობს საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა. მედიისთვის დახურული შეხვედრის დაწყებამდე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ განიხილავენ ბევრ საკითხს, მათ შორის მმართველ გუნდში შექმნილ პრობლემებს და მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმებს.

საპარლამენტო უმრავლესობის სხდომამდე მედიასაშუალებებით ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ შეხვედრას შესაძლოა, არ დასწრებოდნენ ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე და ლევან გოგიჩაიშვილი, თუმცა, სამივე მათგანი სხდომაზე იმყოფება.

„სიმართლე გითხრათ, დღეს აქ მოსვლის შინაგანი სურვილი არ მქონდა, მაგრამ არ მინდა ვინმემ თქვას, რომ ჩვენ გავურბივართ დიალოგს და საუბარს“ - უთხრა ჟურნალისტებს გედევან ფოფხაძემ. მისი თქმით, მოსამართლეთა არჩევის საკითხზე პოზიცია არ შეუცვლია და თუ მიზნის მისაღწევად კონსტიტუციის და კანონის შეცვლაა საჭირო, უნდა შეიცვალოს.

გედევან ფოფხაძის განცხადებით, საკითხის განხილვის დროს მედიისა და საზოგადოებისთვის კარი არ უნდა ჩაიკეტოს და პრინციპი არ უნდა იყოს, რომ გუნდურობა ითვალისწინებს საუბრებს მხოლოდ "ქართული ოცნების“ ოფისში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG