Accessibility links

site logo site logo

ნატომ და მაკედონიამ გააფორმეს ისტორიული მნიშვნელობის ხელშეკრულება


ნატოს წევრმა ქვეყნებმა მაკედონიასთან გააფორმეს ხელშეკრულება გაწევრიანების თაობაზე. ეს ნაბიჯი მოჰყვა ისტორიული მნიშვნელობის შეთანხმებას მაკედონიასა და საბერძნეთს შორის სახელის თაობაზე, რამაც მოხსნა ათენის წინააღმდეგობა და ორი ქვეყნის ურთიერთობა ნორმალური გახადა.

ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ნიკომა დიმიტროვმა და ნატოს 29 წევრი სახელმწიფოს წარმომადგენლებმა, ცერემონიაზე, რომელსაც უძღვებოდა ალიანსის ხელმძღვანელი იენს სტოლტენბერგი.

"დღეს ისტორიული დღეა. ყველა ნატოელმა მოკავშირემ ხელი მოაწერა მაკედონიასთან გაწევრიანების შესახებ პროტოკოლს, რომელიც მთელს რეგიონს კიდევ მეტ უსაფრთხოებას და კეთილდღეობას მოუტანს. ველოდები დღეს, როცა ნატოს შტაბ-ბინის წინ 30 დროშა იფრიალებს" - განაცხადა სტოლტენბერგმა ცერემონიის შემდეგ.

მაკედონია და საბერძნეთი შარშან შეთანხმდნენ, რომ მაკედონია სახელს შეიცვლის და მას ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა ეწოდება.

მაკედონია ამბობსმ, რომ, მისი მოლოდინით, საბერძნეთი იქნება ნატოს პირველი წევრი, რომელიც მოახდენს გაწევრიანების შესახებ ხელშეკრულების რატიფიკაციას, რის შემდეგაც ქვეყანა საბოლოოდ გადაირქმევს სახელს.

საბერძნეთი 1991 წლიდან აპროტესტებდა სახელ "მაკედონიას", რადგან მის ჩრდილოეთით მდებარე პროვინციას იგივე სახელი ქვია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG