Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის საოკუპაციო ძალები ხურვალეთთან განაგრძობენ სათვალთვალო კოშკურის მშენებლობას


რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთთან განაახლეს სათვალთვალო კოშკურის მშენებლობა.

რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ხურვალეთიდან იუწყება, რომ ამ სოფელს და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქცეულ სოფელ ძუკაანთკარს შორის არსებულ გზაზე საოკუპაციო ძალების ექვსმა ნიღბიანმა წარმომადგენელმა დაიწყო მწვანედ შეღებილი კონსტრუქციის გარშემო ბეტონის დასხმა. ამ ტერიტორიაზე უკანონო სამუშაოები 6 თებერვლიდან მიმდინარეობს.

რუსეთის საოკუპაციო ძალების ქმედება 8 თებერვალს განიხილება სოფელ ერგნეთში, სადაც ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების შეხვედრა გაიმართება.

XS
SM
MD
LG