Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა ფილმ „სამი კაკალი კონკიასათვის“ რეჟისორი ვაცლავ ვორლიჩეკი


ვაცლავ ვორლიჩეკი
ვაცლავ ვორლიჩეკი

5 თებერვალს 88 წლის ასაკაში გარდაიცვალა ცნობილი ჩეხი რეჟისორი და სცენარისტი ვაცლავ ვორლიჩეკი. 1970-იან წლებში რეჟისორს განსაკუთრებული აღიარება მოუტანეს ფილმებმა „სამი კაკალი კონკიასათვის“, „არაბელა“, „რუმბურაკი“, „გედების ტბა“ და სხვა.

გავრცლებული ინფორმაციით, რეჟისორის გარდაცვალების მიზეზი ავთვისებიანი სიმსივნე გახდა.

ვაცლავ ვორლიჩეკს 2017 წელს კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალის პრეზიდენტის სპეციალური პრიზი მიენიჭა ჩეხეთის კინემატოგრაფის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.

XS
SM
MD
LG