უეფას პრეზიდენტი, ალექსანდერ ჩეფერინი ერთხმად აირჩიეს ევროპის საფეხბურთო ასოციაციის ხელმძღვანელად ოთხწლიანი ვადით.
კენჭისყრა გაიმართა რომში, 7 თებერვალს, ორგანიზაციის წევრი 55 ქვეყნის დელეგატთა შეხვედრაზე, სადაც ჩეფერინის არჩევას დამსწრენი ტაშით შეხვდნენ. ჩეფერინი სლოვენიელი იურისტი და ფეხბურთის მენეჯერია, რომელმაც ორგანიზაციის მართვაში წარმატებული რეფორმები გაატარა. მისი წინამორბედები კორუფციულ სკანდალებში იყვნენ გახვეული.
ჩეფერინი 2016 წელს აირჩიეს და მან პოსტზე შეცვალა მოქმედი პრეზიდენტი ანხელ მარია ვილიარი. ვილიარმა, ყოფილმა ესპანელმა ფეხბურთელმა, თანამდებობა ჩაიბარა მიშელ პლატინისგან კორუფციის სკანდალის შემდეგ. ვილიარი ამასთან იყო ფიფას, მსოფლიო საფეხბურთო ასოციაციის ვიცეპრეზიდენტი, მაგრამ 2017 წელს თანამდებობა დატოვა დაპატიმრების გამო. ის ეჭვმიტანილი იყო თანხების გაფლანგვაში.