Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი: ბრიუსელში მოქმედებს რუსეთისა და ჩინეთის დაზვერვის ასობით აგენტი


ევროკომისიის შენობა ბრიუსელში.
ევროკომისიის შენობა ბრიუსელში.

ევროკავშირის საგარეო უწყებამ განაცხადა, რომ ბრიუსელში მოქმედებს რუსეთისა და ჩინეთის დაზვერვის ასობით აგენტი. ევროკავშირის ვარაუდით, ბრიუსელში იმყოფება ჩინეთის დაახლოებით 250 და რუსეთის 200-მდე აგენტი. ამის შესახებ გერმანიის გაზეთი „ველტი“ იტყობინება ევროკავშირის დიპლომატებზე დაყრდნობით. გაზეთის თანახმად, ევროკავშირის დიპლომატებს ურჩევენ, მოერიდონ ბრიუსელის გარკვეულ ნაწილებს, მათ შორის პოპულარულ რესტორანსა და კაფეს ევროკომისიის მთავარი შენობის მახლობლად. ანგარიშის თანახმად, რუსეთისა და ჩინეთის დაზვერვის თანამშრომლები ძირითადად თავიანთი ქვეყნების საელჩოებსა და სავაჭრო მისიებში მუშაობენ.

XS
SM
MD
LG