ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე, სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მიროსლავ ლაიჩაკი იმყოფებოდა სოფელ ოძისში, სადაც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა გააცნეს საოკუპაციო ხაზთან შექმნილი ვითრება. ლაიჩაკმა ტვიტერზე დაწერა, რომ პირველი, რაც საქართველოში ვიზიტისას გააკეთა, იყო მისვლა ადმინისტრაციულ საზღვართან, რათა პირადად ენახა ადგილზე არსებული სიტუაცია.
ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე საქართველოს ოფიციალური ვიზიტით 10 თებერვალს ეწვია. 11 თებერვალს, დილიდან თბილისში დაიწყება მიროსლავ ლაიჩაკის შეხვედრები მთავრობის და პარლამენტის წარმომადგენლებთან.