Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლაშა ტალახაძე მსოფლიოს 2018 წლის საუკეთესო ძალოსნად დასახელდა


ლაშა ტალახაძე
ლაშა ტალახაძე

მსოფლიოსა და ევროპის სამ-სამგზის და ოლიმპიური თამაშების ჩემპიონმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნის ტიტული ზედიზედ მეორედ მოიპოვა.

ძალოსნობის საერთაშორისიო ფედერაციის ვებსაიტზე ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, 25 წლის ქართველმა მძიმეწონოსანმა 17 800 ხმა მოაგროვა და დიდი უპირატესობით გაუსწრო უახლოეს მდევრებს - ირანელ სოჰრაბ მორადისა და ინდონეზიელ ეკო იული ირავანის.

ქალთა შორის წლის საუკეთესო ძალოსანი ესპანელი ლიდია ვალენტინი გახდა, 13 ათასი ხმით.

გამოკითხვაში მონაწილეობა 30 ათასამდე ადამიანმა მიიღო.

ლაშა ტალახაძემ 2018 წელს ყველა შეჯიბრება ტრიუმფით დაასრულა. გახდა ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი და არაერთხელ გააუმჯობესა მსოფლიოს რეკორდები. ამასთან, საქართველოში ჩატარებულ ყველა გამოკითხვაში 2018 წლის საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG