Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეროვნული გამოცდები, შესაძლოა, ერთი, „კომბინირებული“ გამოცდით ჩანაცვლდეს


განათლების სამინისტროს უმაღლეს სასწავლებლებში მისაღებ გამოცდებთან დაკავშირებით კიდევ ერთი ახალი გეგმა აქვს, რაც ერთიანი ეროვნული გამოცდების რადიკალურად შეცვლას გულისხმობს.

როგორც 11 თებერვალს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ განაცხადა, არ არის გამორიცხული, რომ 2023-24 წლიდან, აბიტურიენტებმა ჩააბარონ ერთიანი ეროვნული გამოცდები არა სხვადასხვა საგანში, არამედ ჩააბარონ მხოლოდ ერთი, კომბინირებული გამოცდა, რომელიც „საგნის ცოდნისა და უნარ-ჩვევების ერთობლიობა“ იქნება.

„შესაძლოა, უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარებისას არსებობდეს სამოტივაციო წერილი, პროექტები, რის მიხედვითაც უნივერსიტეტები შეარჩევენ სტუდენტებს. თუ ჩვენ ამ ყველაფერზე შევთანხმდით და გეგმას მივყევით, ეს შესაძლებელი გახდება 2023-24 წლისთვის“, - განაცხადა ირინა აბულაძემ.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის, სოფო გორგოძის განცხადებით კი, განათლების რეფორმის ფარგლებში ყურადღება არა გამოცდების რაოდენობაზე, არამედ სკოლაზე უნდა იყოს გადატანილი.

„ჩვენ გვინდა მთლიანად ორიენტაცია შევცვალოთ სკოლებში. მოდით გავაძლიეროთ მასწავლებლები, მოდით, დავეხმაროთ მათ თვითონ შეაფასონ უკეთესად“, - აცხადებს სოფო გორგოძე.

XS
SM
MD
LG