Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკო ფიროსმანი ვენის შემდეგ საფრანგეთის ქალაქ არლში, ვან გოგის ნახატებთან ერთად გამოიფინება


საფრანგეთის ქალაქ არლში მდებარე ვან გოგის მუზუმში ნიკო ფიროსმანის ნახატების გამოფენა 2 მარტს გაიხსნება. როგორც რადიო თავისუფლებას კულტურის სამინისტროში უთხრეს, მუზეუმი თავის სივრცეში ქართველი მხატვრის გამოფენის მოწყობით თვითონ დაინტერესდა და შეთავაზება მათგან წამოვიდა.

არლის ვან გოგის მუზეუმში ნიკო ფიროსმანის ნახატები ვან გოგის ნახატებთან ერთად გამოიფინება.

გამოფენის ორგანიზებაში ჩართულია საქართველოს კულტურის, განათლებისა და სპორტის სამინისტრო, რომელიც ამ თემაზე საზოგადოებისთვის ვრცელი ინფორმაციის მიწოდებას მომდევნო კვირაში გეგმავს.

ნიკო ფიროსმანის გამოფენა საფრანგეთამდე ავსტრიაში, ვენაში მდებარე ალბერტინას მუზეუმში გაიმართა და მას საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG