Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხილიანზე დამწვარი სახლის მფლობელი ქალი ცოცხალია


არ დასტურდება ვარაუდი ხილიანზე დამწვარ სახლში მცხოვრები ქალის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.

ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა, თუმცა შს სამინისტროს ცნობით, ცხედარი არ არის აღმოჩენილი.

ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. შემთხვევის ადგილზე მუშაობა დაასრულეს ექსპერტ-კრიმინალისტებმა. წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია 30-50 კვ.მ.

როგორც საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ იტყობინება მეზობლების ინფორმაციაზე დაყრდნობით, ხანძრის გაჩენამდე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა დედას. ქალი სავარაუდოდ ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარშია გადაყვანილი.

ხილიანზე, სადაც საცხოვრებელი სახლი დაიწვა, მეზობლები ვარაუდობენ, რომ ხანძარი განზრახ არის გაჩენილი. მათი თქმით, ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ამ სახლში ცხოვრობდა, გამოირჩეოდა აგრესიულობით და საკუთარ სახლს ცეცხლი შარშანაც გაუჩინა.

XS
SM
MD
LG