Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი“ ბელარუსს მოუწოდებს, შეწყვიტოს დამოუკიდებელი მედიის შევიწროვება


ორგანიზაცია „ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა“ ბელარუსის ხელისუფლებას მოუწოდა, შეწყვიტონ ვებპორტალ Tut.by-ის მთავარი რედაქტორის, მარინა ზოლატავას დევნა. Tut.by არის ბელარუსის უდიდესი დამოუკიდებელი საინფორმაციო ვებპორტალი.

ზოლატავა 12 თებერვალს გამოცხადდა მინსკის სასამართლოში ბრალდების გამო, რომ Tut.by-ის ერთ-ერთი პუბლიკაციისათვის გამოყენებულ იქნა სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოსაგან უკანონოდ მოპოვებული ინფორმაცია.

ზოლატავას, რომელიც თავს უდანაშაულოდ აცხადებს, ტაშით და მხარდამჭერი შეძახილებით შეხვდნენ სასამართლოს დარბაზში მისული ჟურნალისტები.

ჟურნალისტისათვის წაყენებული ბრალდება შეშფოთებას იწვევს მედიის თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების დამცველ ორგანიზაციებში, რომლებიც აკრიტიკებენ მედიის შეზღუდვას პრეზიდენტ ალუქსანდრ ლუკაშენკოს ხანგრძლივი მმართველობის პერიოდში.

ბელარუსის ხელისუფლებამ „დაუყოვნებლივ უნდა მოუხსნას ყველა ბრალდება“ ზოლატავას და „შეწყვიტოს ქვეყნის დამოუკიდებელი მედიის შევიწროვება“, ნათქვამია „ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის“ ევროპისა და ცენტრალური აზიის პროგრამის კოორდინატორის, გულნოზა საიდის განცხადებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG