Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირში მიაღწიეს წინასწარ შეთანხმებას, რომელიც ეხება გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი - 2“-ის რეგულირების ახალ წესებს


გაზსადენ "ჩრდილოეთის ნაკადი - 2"-ის მშენებლობა ბალტიის ზღვაში
გაზსადენ "ჩრდილოეთის ნაკადი - 2"-ის მშენებლობა ბალტიის ზღვაში

ევროკავშირში მიაღწიეს წინასწარ შეთანხმებას, რომელიც ეხება მშენებარე გაზსადენის, „ჩრდილოეთის ნაკადი -2“-ის რეგულირების ახალ წესებს.

პროექტზე გავრცელდება ევროპის გაზის დირექტივის მოთხოვნები, მაგრამ გერმანია შეძლებს მისთვის გამონაკლისების დაშვებას ევროკომისიასთან მათზე შეთანხმების შემთხვევაში. ამის შესახებ სამშაბათს საღამოს მოილაპარაკეს ევროკავშირისა და ევროპარლამენტის წარმომადგენლებმა.

მანამდე გერმანია ზეწოლას ახდენდა ევროკავშირის სხვა ქვეყნების მთავრობებზე, რათა დაებლოკათ ევროკავშირის წინადადება „ჩრდილოეთის ნაკადის“ მშენებლობის რეგულირების შესახებ. ამის შესახებ იუწყება საინფორმაციო სააგენტო „როიტერსი“ თავისი დიპლომატიური წყაროებიდან მიღებულ ცნობებზე დაყრდნობით

1500-კილომეტრიანი მილსადენით რუსეთი შეძლებს ევროპაში გაზის ექსპორტს უკრაინის ტერიტორიისათვის გვერდის ავლით. გაზსადენის მშენებლობა 2019 წლის ბოლოს უნდა დასრულდეს, როცა ასევე ამოიწურება გაზის ტრანზიტის შესახებ მოსკოვისა და კიევის შეთანხმების ვადა.

ევროკავშირის ზოგი ქვეყანა მკვეთრად ეწინააღმდეგება გაზსადენის მშენებლობას, რადგან შიშობს, რომ ის გაზრდის ევროპის დამოკიდებულებას რუსეთის ენერგორესურსებზე და დარტყმას მიაყენებს უკრაინის ეკონომიკას.

აშშ-მა გამოაცხადა პროექტის მონაწილეთა, მათ შორის გერმანული კომპანიების წინააღმდეგ სანქციების მიღების შესაძლებლობის შესახებ.

XS
SM
MD
LG