Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერგი კაპანაძე გიორგი ქობულიას: საბანკო რეგულაციების შედეგად ხალხს პირადი ვალები გაუჩნდება


13 თებერვალს, ოპოზიციის მიერ, ეკონომიკის მინისტრის, გიორგი ქობულიასთვის დასმულ კრიტიკულ შეკითხვებს შორის ერთ-ერთი მთავარი შეკითხვა ახალი საბანკო რეგულაციების შედეგად გაჩენილ პრობლემებს შეეხებოდა.

საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, სერგო კაპანაძემ გიორგი ქობულიას ჰკითხა, არის თუ არა მისთვის ცნობილი, თუ რამდენად შემცირდა გაყიდვები სამშენებლო სექტორში და რამდენად გაურთულა ახალმა წესებმა მცირე სესხების აღება მოქალაქეებს.

„რა პასუხი გაქვთ 2019 წელს დაბალი შემოსავლის მქონე მოქალაქეებისთვის? მაგალითად, იმ ძიძისთვის, ვისაც 700 ლარი აქვს ხელფასი და ვერ ახერხებს მაცივრის ყიდვას?, - იკითხა სერგი კაპანაძემ.

გიორგი ქობულიას განცხადებით, ახალი საბანკო წესები მთავრობამ შემოიღო მოსახლეობის დასაცავად, რათა მათ არ აიღონ იმ რაოდენობის კრედიტი, რომლის გადახდასაც ვერ შეძლებენ.

„ჩვენ ველოდით, რომ ამ ცვლილებას მოჰყვებოდა გარკვეული ზეწოლა სამშენებლო სექტორის ზრდაზე, თუმცა ჩვენ არ ვთვლით, ეს ზეწოლა იქნება გრანდიოზული. სხვანაირად ჩვენ სხვანაირად ჩვენ ვერ დავიცავთ ღარიბ მოქალაქეებს“, - განაცხადა გიორგი ქობულიამ.

ოპოზიციის განცხადებით, დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახები არათუ იპოთეკური სესხის აღებას, არამედ საყოფაცხოვფებ ტექნიკის განვადებით ყიდვასაც კი ვეღარ ახერხებენ.

მათივე განცხადებით, მთავრობის მიერ შემოებულმა აკრძალვამ „ჭკვიან ხალხს“ გამოსავალი აპოვნინა - შესყიდვა-გამოსყიდვის პრინციპით მოქმედება, რაც სერგი კაპანაძის თქმით, იმას ნიშნავს, რომ ახლა მათ არა ბანკების, არამედ პირადი ვალები ექნება და ეს პრობლემას კიდევ უფრო გაამძაფრებს.

XS
SM
MD
LG