Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატო განიხილავს ზომებს რუსეთის მიერ INF ხელშეკრულების სავარაუდო დარღვევაზე რეაგირებისათვის


ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსი განიხილავს „ზომების ფართო სპექტრს“, რათა მოახდინოს რეაგირება რუსეთის მიერ INF-ის (ხელშეკრულება საშუალო და მცირე რადიუსის ბირთვული და კონვენციური რაკეტების შესახებ) შეთანხმების სავარაუდო დარღვევაზე. იქვე სტოლტენბერგმა დასავლელ მოკავშირეებს მოუწოდა, თავი შეიკავონ „ახალ გამალებულ შეიარაღებაში“ ჩაბმისაგან.

სტოლტენბერგი ამ თემას შეეხო 13 თებერვალს ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში, სადაც ალიანსის თავდაცვის მინისტრები მსჯელობდნენ იმაზე, თუ რა ზომებს უნდა მიმართონ, თუ, როგორც ამჟამად არის მოსალოდნელი, მოქმედებას შეწყვეტს 1987 წელს ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის გაფორმებული ხელშეკრულება.

სტოლტენბერგის განმარტებით, ნატოს რეაქცია იქნება მოზომილი და „თავდაცვითი, რადგან არ გვსურს ახალი გამალებული შეიარაღება“.

აშშ-მა 2 თებერვალს დაიწყო INF-დან გასვლის პროცესი მას შემდეგ, რაც ვაშინგტონმა და ნატომ რამდენჯერმე დაადანაშაულეს მოსკოვი ხელშეკრულების დარღვევაში.

ხელშეკრულება ხელმომწერებს უკრძალავს 500-დან 5500-მდე კილომეტრი რადიუსის ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების ფლობას, წარმოებსა და განთავსებას.

XS
SM
MD
LG