Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში დაიწყო გამოძიება შარშანდელ საყოველთაო არჩევნებში მომხდარ დარღვევებთან დაკავშირებით


ავღანეთის ხელისუფლების თქმით, დაიწყო გამოძიება შარშან საყოველთაო არჩევნებში ორი საარჩევნო კომისიის მიერ უფლებამოსილებების ბოროტად გამოყენების ბრალდებებთან დაკავშირებით. გამოძიების დაწყების შესახებ ქვეყნის გენერალურმა პროკურატურამ 12 თებერვალს გამოაცხადა, მას შემდეგ, რაც დამოუკიდებელი საარჩევნო კომისიისა დასაარჩევნო საჩივრების დამოუკიდებელი კომისიის 12-ვე წევრი მოხსნეს თანამდებობის ბოროტად გამოყენების ბრალდებით. მათ ასევე აეკრძალათ ქვეყნის დატოვება, ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში. არჩევნებისთვის პასუხისმგებელი ოფიციალური პირები კრიტიკის ქარცეცხლში მოყვნენ ოქტომბერში გამართული კენჭისყრის შემდეგ, რომელიც მთელი რიგი დარღვევებით აღინიშნა. 15 პროვინციაში გამართული არჩევნების საბოლოო შედეგები ჯერ არ გამოუცხადებიათ.

XS
SM
MD
LG