Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თვითმკვლელის იერიშს ირანის რევოლუციური გვარდიის 20-მდე წევრი ემსხვერპლა


ირანის ელიტური რევოლუციური გვარდიის, სულ მცირე, 20 წევრი დაიღუპა და ათი დაიჭრა ქვეყნის სამხრეთში თვითმკვლელის მიერ მოწყობილი აფეთქების შედეგად. ამის შესახებ დღეს იტყობინება ირანის საინფორმაციო სააგენტოები ირნა და ფარსი. თავდასხმა განხორციელდა ავტობუსზე, რომელსაც რევოლუციური გვარდიის წევრები გადაჰყავდა ქალაქებს ზაჰედანსა და ხაშს შორის, პროვინცია სისტან-ბალუჯისტანში, რომელიც პაკისტანს ესაზღვრება. ფარსის ცნობით, ამ რეგიონში აქტიურად მოქმედებენ შეიარაღებული დაჯგუფებები და ნარკოტიკების კონტრაბანდისტები. ტერაქტის შესახებ დეტალები ცნობილი არ არის.

XS
SM
MD
LG